თეგებით ძიება

“ლარის გარეცხვა” – ეს ქმნის ინფლაციას და მაღალ დოლარის კურსს” – ოთო აბესაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:

“მინდა, რომ ძალიან კარგად გაიაზროთ ეს პოსტი.

ნებისმიერი ტიპის ტენდერი, “ატკატი” თუ სხვა კორუფციული სქემა რომელიც გსმენიათ ამასთან შედარებით არის ჩვეულებრივი ჯიბის ქურდობა და წვრილმანი ხულიგნობა.

სავალუტო რყევები, კურსის მოკლევადიანი ცვლილებები და მისი წონის ზრდის ტემპი ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური დანაშაული და “ფულის რეცხვა”.

საქართველოში ვალუტის კურსის ფასწარმოქმნის სქემა არის სრულად გაუმჭვირვალე. რეალურად ინსაიდერების გარდა არავინ, ხაზს ვუსვამ არავინ არ იცის რეალურად როგორ დგება, როგორც ვარდება ან როგორ მყარდება დოლარის/ევროს კურსი.

ვერ მივიღებ ვერანაირ არგუმენტს ე.წ. საერთაშორისო ვაჭრობებზე, ინვესტიციებსა და ვალუტის რეზერვების გაყიდვაზე ვინაიდან ვერანაირ ექსტრაპოლაციაში ვერ ჯდება 1 კვირის ინტერვალში ლარის 15 თეთრით გამყარება და შემდეგ 12 თეთრით გაუფასურება.

არსებობენ ქვეყანაში პირები, რომლებიც ე.წ. “ვალუტჩიკობით” კოლოსალურ მოგებას ნახულობენ და აგიხსნით ამ სქემას დეტალურად მილიონი ლარის მაგალითზე.

არსებობს ინსაიდერული (შიდა) ინფორმაცია წინასწარ თუ რა კურსი დაჯდება ან ამ კურსს ხელოვნურად როგორ შექმნიან. (ამ ინფორმაციას ფლობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი)

პირობითად თქვენ გაქვთ მილიონი ლარი და ვალუტის კურსი არის 3.15 დოლართან მიმართებაში. ერთი კვირის შემდეგ ეს კურსი ხდება 2.9 ლარი. ამ დროს თქვენ იყიდით 344 827 დოლარს. შემდეგ 1 კვირა შეინახავთ ამ დოლარს და ისევ ინსაიდერული ინფორმაციის მიღების შემდეგ 1 კვირის თავზე ამ ფულს დააკონვერტირებთ კვლავ ლარში (კურსი 3.01) და მიიღებთ 1 037 931 ლარს. აი ეს მოხდა წინა კვირაში ლარის გამყარება რომ გიკვირდათ.

1 კვირაში 1 მილიონი ლარის “გარეცხვით” თქვენ მიიღეთ 37 931 ლარი მოგება და არ იხდით არანაირ გადასახადს.

ეხლა ეს მილიონიანი კალკულაცია გადაიყვანეთ ასობით მილიონი ლარის კალკულაციაში (ეგეთი ქვეყანაში დღეს ბევრი გვყავს რომლებსაც შეუძლიათ კოლოსალური ოდენობის მილიონების კონვერტაცია) და მიიღებთ უზარმაზარ ახალ შექმნილ ფულის მასას.

ეს ტურბულენტობა, ეს ვალუტით თამაში და ეს გაჩენილი ფულის მასა ქმნის ინფლაციას და მაღალ დოლარის კურსს. ყოველი ესეთი მანიპულაცია საშუალოდ 6-7 თეთრით აუფასურებს საბოლოო შედეგში ლარს და ვიღებთ ინფლაციას.

ყოველი ესეთი მანიპულაციით თითოეულ თქვენგანს, ხაზს ვუსვამ თითოეულ თქვენგანს უძვირდება ყველა ტიპის საქონელი და მომსახურება რასაც მოიხმართ.

ეს სქემა წლებია მუშაობს და ამ ეკონომიკური აბრა-კადაბრას და ქირურგიული ჩარევების შედეგად მივიღეთ დღევანდელი ფასები და ეკონომიკური მდგომარეობა", - წერს აბესაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა