თეგებით ძიება

"ის ფურცელი ბებიას სიკვდილის მერე მის ჩემოდანში ვიპოვე ანდერძთან და წვრილმანებთან ერთად" - რას იხსენებს

„გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ბესბიასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:

"შვიდი წლის ვიქნებოდი, ოზურგეთში ვახლდი ბაბუას.
ჩაჩნების დიდი ჯგუფი ვნახე, ბაზრის ჭიშკართან ირეოდენ და ვაჭრობდენ.
იქიდან დაბრუნებულმა ბებიას ვუამბე რაც ვნახე. მისმინა და მთხოვა: "ახლა რაც მომიყეი დაწერე მაი, რაფერც მომიყეი ისე, ვითამ ბებიაშენი ყრუია, აფერი არ ეყურება და მარტუიაი წაკითხვა შუუძლია."
დავწერე და მივეცი, დაკეცა წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო, არაფერი უთქვამს.
ის ფურცელი ბებიას სიკვდილის მერე მის ჩემოდანში ვიპოვნე ანდერძთან და წვრილმანებთან ერთად.
მას მერე არაფერი დამიწერია, აგერ ორმოც წლამდე.
წიგნების წერა არაა ალბათ ჩემი საქმე, მებაღეობა უფრო გამომდის მგონია.
მაინც ვცადე.
ჩემი ბებია რომ გაიხარებდა ზუსტად ვიცი", - წერს ზურა შევარდნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა