თეგებით ძიება

"ერთი უცნაური ტენდენცია შევამჩნიე..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რაც საჯარო სივრცეში ვაქტიურობ და კონფლიქტები მაქვს იმ თემებზე, რაც მაინტერესებს, ანუ დაახლოებით 13 წელია, ჩემს პოზიციაზე მყოფებს ხშირად უკეთებენ ოპონენტები დეჰუმანიზაციას.

არგუმენტს რომ ვერ უპირისპირებ, დეჰუმანიზაცია უსინდისო და იოლი ხერხია - შენ ადამიანიც არ ხარ, ჩერგოს მონა ხარ, ჩერგოს რუპორი ხარ, ჩერგონავტი ხარ... მნიშვნელობა არ აქვს ვის ეხება და რამდენად აბსურდული ბრალდებაა, მთავარია ჩემს პოზიციას ემთხვეოდეს.

ზოგადად, უსინდისო და არალეგიტიმური დარტყმებით თვითგადარჩენა, ადამიანებს ახასიათებთ, (თუ ქოცებს აკრიტიკებ, ნაცი ხარ) ამას ზემოდან ემატება მოწინააღმდეგეების პროპაგანდისტული მიზნებიც - დასუსტება, დაკომპლექსება, დაპირისპირების შეტანა ერთი პოზიციის მქონე ადამიანებში. ბუნებრივია იმით აკომპლექსებენ, ვისაც ლიდერად მიიჩნევენ (უმეტესწილად, სრულიად უსაფუძვლოდ და არაადეკვატურად).
ზოგი ავი განზრახვით აკეთებს, ზოგი უბრალოდ სისუსტით, მაგრამ ფორმა ერთი აქვს.

ბევრ ადამიანზე ეს არ ჭრის საბედნიეროდ, ვინც მყარად დგას ფეხებზე, ასეთ თავდასხმებს იოლად ხსნის და გავლენას ვერ ახდენს.
მაგრამ ბევრზე ძალიან ეფექტურად ჭრის.
და ერთი უცნაური ტენდენცია შევამჩნიე.
ვისზეც გაჭრა, აი ისინი იყენებენ ყველაზე გაშმაგებით სხვების მიმართ.
ფიქრობენ, რომ რამაც მათზე იმუშავა, სხვაზეც იმუშავებს.
საინტერესო ფენომენია.
დიდი ხანია შევამჩნიე და მინდოდა დამეწერა.
უბრალოდ, დღეს გამახსენდა - სადღაც ვნახე, რომ ადამიანი თავის მოსაზრებას წერდა და არგუმენტების ნაცვლად, თამარასთვის წერ, არაავთენტურადო, დასძახოდნენ.
რუტინული კია, მაგრამ looks pretty disgusting", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა