კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 770 ადამიანი გამოჯანმრთელდა და კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 32 470 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 284, „პისიარ“ ტესტით – 14 186.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 28,95%, ბოლო 14 დღის – 31,5%, ბოლო შვიდი დღის – 29,7%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 548 893 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 388 534 გამოჯანმრთელდა, 15 856 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 796 876 აცრა, დღიურად აცრილია 1 524.
კარანტინის რეჟიმშია 12, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 633 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 932 პირი.