თეგებით ძიება

"კოვიდის პირველ დღეს, როდესაც სიცხე 39-ს აცდა, ერთადერთი, რაზეც ვიტირე..." - როგორია ხათუნა ხოფერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია კოვიდინფიცირებულია/ ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი სოციალურ ქსელში თავად წერს.

"კოვიდის პირველ დღეს, 7 დღის წინ, როდესაც სიცხე 39-ს აცდა, როდესაც ყველა ძვალი, ყველა კუნთი, კანი მთელ სხეულზე სიცივისგან უსაშველოდ მტკიოდა, ერთადერთი, რაზეც ვიტირე და რასაც წამალზე მეტად შეეძლო შველა- დედასთან ჩახუტების საშინელი სურვილი იყო...

ჩემი დედიკო მინდოდა... ლოგინში შემოწოლილი...
იმდენად რეალურად ვგრძნობდი მედოს სხეულის სითბოს და სუნს, რომ თვალს არ ვახელდი... ღმერთო, როგორი ძალა აქვს დედაშვილობის სიყვარულს... იქედანაც შეძლო ჩემი გათბობა...

მენატრები, დე...", - წერს ხათუნა ხოფერია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა