თეგებით ძიება

"ამას დიდი მწუხარებით ვამბობ..." - რას წერს ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მასში საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ზალკალიანი შეხვდა #MSC კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს კულებას (ეს კარგია).
სპეციალურად ვუსმინე სამთავრობო არხებზე ზალკალიანის განცხადებას.
სიტყვა არ უთქვამს “სამთა კავშირის” გარშემო კონსულტაციებზე. უკრაინაზე მხოლოდ ზედაპირული, ძალიან ნეიტრალური ტექსტით შემოიფარგლა.
ღარიბაშვილის შეხვედრებზე აღარც ვსაუბრობ: დასავლური სამყაროს არც ერთი ლიდერი არ შეხვედრია.
ამას დიდი მწუხარებით ვამბობ - ჩემი ქვეყნის ბედს ეხება", - წერს ხატია დეკანოიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა