თეგებით ძიება

"გენადი ბესტაევს ვასვენებთ... სამძიმარი არ უთქვამთ ოფიციალურ პირებს... ქოცხელისუფლებავ, თქვენ ამ ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა არ ხართ" - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში გენადი ბესტაევზე წერს, კაცზე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებოდა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს:

"გენადი ბესტაევს ვასვენებთ...
ადამიანს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა - მომაკვდავი მოგვიგდო ორწლიანი პატიმრობის შემდეგ...
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გენადი ცხინვალის ციხეში იჯდა, ხელისუფლება მაქსიმალურად თავს არიდებდა თუნდაც განცხადების გაკეთებისგან...
3 თვეა რაც მომაკვდავი გენადი ბესტაევი დავიბრუნეთ და ფაქტობრივად ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამ ხელისუფლებას...
ერთი სამძიმარი არ უთქვამთ ოფიციალურ პირებს..
თქვენ, ქოცხელისუფლებავ, თქვენ ამ ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა არ ხართ.
თქვენ არ იცით, რა არის ხალხზე ზრუნვა, თქვენი მერკანტილური ინტერესები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...
რომ მიგესამძიმრებინათ ამ ოჯახისთვის, აქაც გაგიბრაზდებოდნენ თქვენი შეფები კრემლიდან?
თქვენს საქციელს რა ჰქვია, ამას ხალხი აუცილებლად გეტყვით..", - წერს ქაცარავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა