თეგებით ძიება

"საფლავიდან ბიუსტი მოუპარავთ, ლითონის ასოებიც კი აცლილია ქვიდან" - ქუთაისში "მეობა" გაქურდეს

"ლიბერალური კლუბის“ დამფუძნებელი, გოჩა ჩხეტია ქუთაისში საფლავის გაქურდვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"ესაა ქუთასელი კაცის საფლავი. ამ კაცს ქუთაისში ზედმეტი სახელით "მეობა" მოიხსენიებდნენ. ეს ის ადამიანია, რომელმაც კომუნისტების დროს ქალაქის აღმასკომის მიერ მისთვის გამოყოფილი ბინა სრულიად უცნობ გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს უანგაროდ რომ დაუთმო. ჩემთვის ეს კაცი ადამიანობის სიმბოლო იყო, არის და იქნება. ის იყო იშვიათად ღირსეული ქუთაისელი.

ეს კი ქუთაისლების ნამოქმედარია - სასაფლაოდან მეობას ბიუსტი მოუპარავთ, ლითონის ასოებიც კი აცლილია ქვიდან", - წერს ჩხეტია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა