თეგებით ძიება

"მჭირდება თქვენი დახმარება, ფულს არ ვითხოვ... შევასრულებ ნებისმიერ ფიზიკურ სამუშაოს, რათა გამოვიმუშაო იმდენი, რომ ხელფასამდე სესხება არ დამჭირდეს" - მამაკაცი სამუშაოს ეძებს

ფეისბუქჯგუფში "რემონტი", მამაკაცი ემოციურ მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს ფიზიკურ სამუშაოს სთავაზობს.

"მეგობრებო, მჭირდება თქვენი დახმარება. ხელფასი თვის ბოლომდე არ იქნება, მე კი მხოლოდ ცოტა თანხა მაქვს დარჩენილი. არ ვწერ არც ანგარიშის ნომერს და არც ფულს ვთხოვ ვინმეს. უბრალოდ, საღამოს 6-მდე ვმუშაობ, ექვსის მერე შევასრულებ ნებისმიერ ფიზიკურ სამუშაოს, რათა გამოვიმუშაო იმდენი, რომ ხელფასამდე სესხება არ დამჭირდეს. არ ზის ჩემში მოპარვა და მსგავსი რამ, მინდა, რომ გამოვიმუშავო. ვისაც დაგჭირდევათ დახმარება ფიზიკურ საქმეებზე საღამოს საათებში შემიძლია 551208988. ძალიან გთხოვთ, არ გაატაროთ, თითოეული ლარი მილიონად გიქციოთ ღმერთმა! იმედი მაქვს, არ დამტოვებთ უყურადღებოდ", - წერს მამაკაცი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა