თეგებით ძიება
21. 02. 2022 COVID - 19

2 617 თბილისი, 601 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 351 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26,02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31,28%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 29,97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 2 617

⭕ აჭარა - 378

⭕ იმერეთი - 601

⭕ ქვემო ქართლი - 219

⭕ შიდა ქართლი - 158

⭕ გურია - 165

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 274

⭕ კახეთი - 245

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 47

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 51

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 129 978 საიდანაც:

5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 617, იმერეთში - 1 018.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 246 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 143, იმერეთში - 370. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 38, იმერეთში - 26.

896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 586 - თბილისში, 167 - აჭარაში.

123 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 12, ხოლო აჭარაში - 0.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა