თეგებით ძიება

"ცოტა ხნის წინ გავრცელდა ზურა ადეიშვილზე თავდასხმის ვიდეო... იგივე ხდება ახლა მღვდლების ჩხუბზეც" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლამ" გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ჩანს, ერთი ანა­ფო­რი­ა­ნი პირი მე­ო­რეს ფი­ზი­კუ­რად რო­გორ უს­წორ­დე­ბა. აღნიშნულს "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"ორი შემ­თხვე­ვა მი­ე­წყო ერ­თმა­ნეთს და გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი.

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ზურა ადე­იშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ვი­დეო. ვი­დე­ო­დან­ვე ჩან­და, რომ ეს არ იყო სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­დას­ხმა. ეს იყო გა­და­სა­ღე­ბად და გა­სავ­რცე­ლებ­ლად ჩა­დე­ნი­ლი მა­ი­მუ­ნო­ბა. ანუ ვინც თავს და­ეს­ხა, ან თავ­დას­ხმა და­ა­ვა­ლა, ამ საქ­მე­ში მარ­ტო არ იყო, ახ­ლდა "ოპე­რა­ტო­რი" და ამ საქ­მე­ში პარტნი­ო­რად მო­ი­აზ­რებ­და მე­დი­ას - გა­სავ­რცე­ლებ­ლად იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ვი­დე­ო­დან­ვე ჩან­და, რომ ამო­ცა­ნა იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, რომ ადე­იშ­ვილს თავს და­ესხნენ და ამით და­ემ­ცი­რე­ბი­ნათ.

ეს ვი­დეო ჩვენ ზუს­ტად ამ მო­ტი­ვით არ გა­ვავ­რცე­ლეთ (ინ­ფორ­მა­ცია ცხა­დია გა­ვავ­რცე­ლეთ).

განა იმი­ტომ, რომ გავ­რცე­ლე­ბას აღვკვეთ­დით - რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად ასე გვირ­ჩევ­ნია. არ გვინ­და ვი­ღაც ავა­ზა­კე­ბი თვლიდ­ნენ, რომ ჩვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

ჩვენ არ ვთვლით, რომ მე­დია და­ნა­შა­უ­ლის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლად უნდა იქ­ცეს.

იგი­ვე ხდე­ბა ახლა მღვდლე­ბის ჩხუბ­ზეც. (ბევ­რად მძი­მე ქე­ი­სია) ერთი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე ადა­მი­ანს დას­ძა­ხის რა­ღაც ბრალ­დე­ბებს და სას­ტი­კად სცემს. ამ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს კა­მე­რის წინ - გა­და­სა­ღე­ბად და გა­სავ­რცე­ლებ­ლად. მე­დი­ას მო­ე­თხო­ვე­ბა და­ფიქ­რდეს, როცა ასეთ მა­სა­ლას აძ­ლე­ვენ - და­ნა­შა­ულ­ში თა­ნამ­ზრახ­ვე­ლად ხომ არ სჭირ­დე­ბა ვინ­მეს. შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ არის ასე - მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ლო­გი­კუ­რად, საღი აზ­რით, მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ლი­ზით. ზო­გა­დად, ყველს რომ და­ი­ნა­ხავთ, რომ და­ზუ­მოთ და იმა­საც შე­ხე­დოთ, სა­თა­გურ­ში ხომ არ დევს - ყვე­ლას­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა.

ნუ იქ­ცე­ვით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ია­რა­ღად", - წერს ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა