თეგებით ძიება
21. 02. 2022 COVID - 19

ომიკრონის ბოლო ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიების და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ომიკრონის BA სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება.

“BA.2, ანუ ყველაზე ბოლო ვარიანტი ომიკრონის, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას.

ომიკრონის BA სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი”, – აცხადებს ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა