თეგებით ძიება

"დაუშვებელი იყო იმ საზიზღარი ვიდეოჩანაწერის გაშვება" – თეოლოგი მღვდლების დაპირისპირებაზე

თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება:

"დაუშვებელი იყო იმ საზიზღარი ვიდეოჩანაწერის გაშვება და გამოდება სახის დაუფარავად და შესაბამისი მითითებების გარეშე - დაფიქრდით, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ეს საცოდავი ადამიანი, რამდენად დიდი საფრთხის წინაშეა ამის შემდეგ", - წერს მინდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი.

კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი ფიზიკურად უსწორდება როინ მუმლაძეს, რომელიც აღნიშნულ ეპარქიაში ბერი იყო, მაგრამ ეპარქიას და სასულიერო ცხოვრებას ჩამოაშორეს.

დაპირისპირების მიზეზი როინ მუმლაძის მიერ ანაფორის ჩაცმა გახდა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა