თეგებით ძიება

"უკვე დიდი გოგო ხარო და მკერდზე მომკიდა ხელი... ღმერთს ვეხვეწებოდი, მოეკლა ის კაცი..." - ძალადობა ბავშვზე

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"ამ ჯგუფის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, დამეწერა.
ბავშვობიდან დედა მარიგებდა, უცხოებს არ მივახლოვებოდი არავისთვის კანფეტი არ გამომერთმია და ასე შემდეგ. ამიტომ სულ ვფრთხილობდი.
ერთხელ 7 წლის ვიყავი, ჩემი კლასელის პაპის ორმოცი იყო. დედამ არ დამტოვა სახლში, თან წამიყვანა. უნდა მიხმარებოდა კლასელის დედას სუფრის გაშლაში. ჩვენ, ბავშვებიც ვეხმარებოდით. ჩემი კლასელი დასველდა და მითხრა, წამოდი, ფეხზე გამოვიცვლიო. გავყევი, ახლოს ცხოვრობდნენ. შევიდა სახლში. მე გარეთ, ბალკონზე დაველოდე.

ბიძამისი მოვიდა მთვრალი. დამელაპარაკა, მომიახლოვდა, მხარზე ხელი მომკიდა. მეგონა, მთვრალი არის და რო არ წაიქცეს, იმიტო მომკიდა. უკვე დიდი გოგო ხარო და მკერდზე მომკიდა ხელი. გავაშვებინე ხელი და გავიქეცი. შემეშინდა, მშობლებს ვერ ვუთხარი, რადგან მოკლავდნენ იმ ნაგავს და არ მინდოდა, მშობლები ციხეში წასულიყვნენ.

ერთხელ, სკოლიდან მოვდიოდი, იმათი სახლის გვერდით იყო გზა. დამიძახა, შემოდი, რაღაც უნდა გითხრაო. ლოთო კაცო-მეთქი, მივაძახე და გავიქეცი. მერე ძმასთან ერთად დავდიოდი სულ სკოლაში. შევდიოდი ეკლესიაში, ფუნთუშის ფულით სანთელს ვყიდულობდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, მოეკლა ის კაცი...
ისე არაფერი ამხდენია - 2 წლის მერე მართლა შეისმინა უფალმა ბავშვის ლოცვა და ის ნაგავი მოკვდა ციროზით".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა