თეგებით ძიება

შურისძიება დედის გამო - შვილებმა მამა ცომის საბრტყელებლით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით მოკლეს

საზარელი მკვლელობა იტალიაში - გენუის სასამართლომ 30 წლის ალესიო და 22 წლის სიმონე სკალამანდრეებს 21 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ძმები მშობელი მამის, 62 წლის პასქუალე სკალამანდრეს მკვლელობაში არიან ბრალდებულნი. მკვლელობა 2020 წლის 10 აგვისტოს, გენუაში, ძმების საცხოვრებელ სახლში მოხდა.

მამაკაცი შვილებთან იმის სათქმელად მივიდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიციაში შეტანილი სარჩელი გამოეტანათ. ძმებმა მამას მათ დედაზე ძალადობისთვის უჩივლეს. ახალგაზრდებმა მამა ცომის საბრტყელებლით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ადგილზე მოკლეს.

აღნიშნული დანაშაული მინიმუმ 21 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორმა 22 და 21 წელი მოითხოვა, რადგან ნათესაური კავშირი გარემოებას დამამძიმებელს ხდიდა. თუმცა, მოსამართლემ გარემოებების გათვალისწინებით უმცროს ძმას გაცილებით ნაკლები, 14 წელი შეუფარდა.

ძმებმა განაჩენი ჩუმად მოისმინეს და სასამართლო დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვეს. ადვოკატები სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა