თეგებით ძიება
21. 02. 2022 COVID - 19

"კორონავირუსისგან დაცვა გამოცხადდა პერსონალურ პასუხისმგებლობად... ჩვენი ქვეყანაც ამ გზას უნდა დაადგეს" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსთან მიმართებით დიდი ბრიტანეთის ახალ გეგმაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ბრიტანეთმა წარადგენა ახალი გეგმა “ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად”. კორონა ვირუსისგან დაცვა გამოცხადდა პერსონალურ პასუხისმგებლობად, ყოველგვარი პიროვნული თავისუფლების შეზღუდვის გარეშე.

ტესტირება იქნება თავისუფალი სიმპტომური ადამიანებისთვის და ამავე დროს შესთავაზებენ მე-4 ვაქცინის დოზას 75 წლის ასაკის ზემოთ და იმუნოკომპრომეტირებულ მოსახლეობას.

1 თვის შემდეგ ჩვენი ქვეყანაც ამ გზას უნდა დაადგეს, თუმცა აქამდე მისვლა ჩვენ დაგვიჯდა >16 000 მეტი ადამიანის სიცოცხლე, რაც ძალიან დასანანია.
ყოველგვარი რეგულაციების მოხსნის ფონზე ვაქცინაციის წახალისება და საზოგადოების დარწმუნება მის სიკეთეში, ერთადერთი გამოსავალია გრძელვადიანი ეპიდემიოლოგიური სტაბილურობის მიღწევისთვის", - წერს კულუმბეგოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა