თეგებით ძიება
22. 02. 2022 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 45 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 764 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 565 769-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 422 540 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 933 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 25,48%, ბოლო 14 დღის - 30,65%, ბოლო 7 დღის - 28,55%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა