თეგებით ძიება
22. 02. 2022 COVID - 19

ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.

„ეპიდსიტუაცია მიდის ნელი ტემპით დამშვიდებისკენ და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს იყოს სწორხაზოვანი ქვესვლა. ამისთვის რა უნდა გაკეთდეს? თუ გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს და ასევე სერიოზულად გავაძლიერებთ ბუსტერიზაციას ქვეყანაში, მაშინ ივნისისთვის პროგნოზია, რომ ჩვენ 1000 შემთხვევაზე დაბლა გვექნება ყოველდღიურად.

ამასთან ერთად, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მოიკლო, შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, მაგრამ პროცენტულად მოკლებულია. გასაგებია, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ტრაგედიაა და რა თქმა უნდა, სასურველია რომ ეს არ იყოს. რაც ომიკრონმა დაიწყო ცირკულაცია, შეფარდების ეს მაჩვენებელი შემცირებულია.

ეს კიდევ ერთხელ იმის ნიშანია, რომ ომიკრონი შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო, დელტა, ალფა და კლასიკური უხანის შტამი, მაგრამ ამან არავითარი თვითმოდუნების და დამშვიდების საბაბი არ უნდა მოგვცეს. უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც გაცემულია - ვატაროთ პირბადე და ავიცრათ“, - აცხადებს გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა