"გრიპის მიმდინარეობა აქვს" - თიკა ფაცაციას კოვიდი მესამედ დაუდასტურდა
„სხვა შუადღის“ წამყვანს, თიკა ფაცაციას კორონავირუსი მესამედ დაუდასტურდა.
„რამდენჯერ შეიძლება კოვიდი მქონდეს?! რაც შეეხება სიმსუბუქეს, შემიძლია ვთქვა, რომ გრიპის მიმდინარეობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ადვილად მიდის, მაინც ვფიქრობ შემდეგ რა იქნება. როგორც კი ყელი ამტკივდა, მაშინვე მივიღე ზომები. მომენტებში მაცემინებს და თავი მტკივა“,- ამბობს ფაცაცია.