"გილოცავთ, საქართველოში კოვიდი ოფიციალურად დამთავრდა!" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას, სოციალურ ქსელში აფასებს:
"გილოცავთ, დღეს, საქართველოში კოვიდი ოფიციალურად დამთავრდა!
საქართველოში ფაქტიურად მოხსნეს ყველა რეგულაცია: არაკოვიდსასტუმრო, არადეზობარიერი, არა სიცხის გაზომვა…. საქართველო გუგუნებს,
არადა, სინამდვილეში ერთი დიდი კოვიდსასტუმროა მთელი ქვეყანა.
ჯანმრთელობას გისურვებთ …
P.S : დღეს 45 ადამიანი რომ გარდაიცვალა, მათ გრიპი აიკიდეს თუ სუსტი ვირუსი (არანაირი ჩარევა რომ არ უნდა, ისეთი "უწყინარი" ვირუსი რომაა)?! "დასასრულის დასაწყისი" ძალიან მძიმე რომ გამოდგა, ატყობთ?! … ისე, რაც დღეს ხდება, სირცხვილია … მაგრამ სირცხვილი ამ ქვეყანაში მოსული “პონტია” , - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze