„მართლმსაჯულება დგას მოძალადე კაცის მხარეს გაუპატიურების საქმეებში, რადგან გულით სჯერათ, რომ ქალი მუდმივად ტყუის“ - ბაია პატარაია
ამ ქვეყანაში გაუპატიურებას სასამართლო უფრო ზერელედ უყურებს, ვიდრე ჯოხის მოქნევას აქციაზე ან ქალის ცემას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია წერს. მისი თქმით, მართლმსაჯულება მოძალადე კაცების მხარესაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ქალი მუდმივად ტყუის.
განახლება უცხოელი ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების საქმეზე: დღეს წაუყენეს ბრალი მოძალადრს და დააკავეს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ გირაოთი გამოაცუნცულონ.
ამ ქვეყანაში გაუპატიურებას სასამართლო უფრო ზერელედ უყურებს, ვიდრე ჯოხის მოქნევას აქციაზე ან ქალის ცემას. რატომ არის ამ შემზარავი დანაშაულის მიმართ ასეთი ზერელე დამოკიდებულება? იმიტომ რომ მთლიანი მართლმსაჯულება დგას მოძალადე კაცის მხარეს გაუპატიურების საქმეებში, რადგან გულით სჯერათ, რომ ქალი მუდმივად ტყუის. ეს არის საშინელი და უმძიმესი სტერეოტიპი ქალის მიმართ, რომლისგანაც სისტემა დღემდე ვერ გათავისუფლდა, განსაკუთრებით კი სასამართლო! - წერს სასამართლო.