თეგებით ძიება

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დანიშნულება არავითარ შემთხვევაში არ არის ლარის დაცვა“ - ოთო აბესაძე

„ქვეყანაში შემოსული ორი მილიარდი დოლარიდან, ერთი მილიარდი დოლარი რომ იყოს ახალი ფული, ეს იქნებოდა იმის წინაპირობა, რომ ერთ წელშივე, 1 დოლარი ეღირებოდა 2 ლარი“, - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ოთო აბესაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში ახალი ფული მიზერული ოდენობით შემოდის, ეროვნულ ბანკს კი ლარის კურსის დასტაბილურებისთვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გამოყენება უწევს. ეს კი რეზერვების დანიშნულება არაა.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დანიშნულება არავითარ შემთხვევაში არ არის ლარის კურსის დაცვა. ეროვნულ ვალუტას იცავს ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობა, იმპორტი, ექსპორტი და ადგილობრივი ეკონომიკა და არა რეზერვი. რეზერვი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალუტას ემუქრება სავალუტო რყევები და ტურბულენტობა. ქვეყანაში გვაქვს მიკრო და მაკროეკონომიკური რღვევები და ამისთვის წლიურად მილიარდ დოლარამდე თანხას ვიყენებთ და ვუშვებთ სისტემაში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო რეზერვების 1/5 როდესაც ერთი წლის განმავლობაში იყიდება, ეს ომის ტოლფასია. სხვა შემთხვევაში არ ხდება ასეთი დიდი მოცულობის რეზერვების ჩაშვება წარმოებაში.

ჩვენი პრობლემა აქ არის ის, რომ საქართველოში არ შემოდის მსხვილი ტრანსფერები ანუ ვალუტა. ჯამურად, ქვეყანაში შემოსული ფულის 72% არის ემიგრანტების მიერ ყოველთვიურად გადმორიცხული თანხები. 22% არის უკვე საქართველოში არსებული საერთაშორისო ბიზნესების რეინვესტირება, ანუ ქვეყანაში ფულის დატოვება და წლიურად, მხოლოდ 6% არის ახალი ფული.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლიდან წლამდე მცირდება ამ ახალი ფულის რაციონი ქვეყანაში. სწორედ ეს იწვევს იმას, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. გაცილებით მეტი ვალუტა იხარჯება ანუ გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. შესაბამისად, ამის დაბალანსება ხდება ისე, რომ გააკეთო ისეთი ეკონომიკა, რომელიც ახალ ფულს შემოიტანს ქვეყანაში და არა ისე, რომ ხარჯო რეზერვები“, - აღნიშნა ოთო აბესაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა