თეგებით ძიება

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ უკრაინაში დაჭრილი სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა უკრაინაში დაჭრილი 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი.

ქართველი მებრძოლი 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა და მძიმედ დაიჭრა. დაკარგა მხედველობა და მოძრაობის უნარი.

სპარტაკ ლეკიაშვილის ოჯახის ახლობელი, ია ამირანაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რომ სპარტაკ ლეკიაშვილი დედასთან ერთად საფრანგეთში დაახლოებით ათი დღის წინ გაემგზავრა. ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 25 ნოემბერს, დილით შეიტყვეს:

„სპარტაკი კლინიკაში გარდაიცვალა. დედამ, ნათიამ მომწერა, ხელებში ჩამაკვდაო. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის ჩემთვის უცნობია, თუმცა, პირველ ეტაპზე, საუბარია, ჯანმრთელობის უეცარ გართულებაზე. სპარტაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. გარდა იმისა, რომ ომში მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა, ის სრულად პარალიზებული იყო.

მებრძოლი ბიჭი იყო სპარტაკი, სიცოცხლეს ებღაუჭებოდა, დედას იმედი ჰქონდა, რომ სრულად თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც დაუბრუნდებოდა სპარტაკს მხედველობა, მცირედით მაინც შეძლებდა ხელებისა და ფეხების ამოძრავებას, მის გარდაცვალებას არავინ ველოდით. ყველანი იმედიანად ვიყავით“ - ამბობს ია ამირანაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა