თეგებით ძიება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში 591 მილიონი დოლარი გაყიდა

ოქტომბრის თვის განმავლობაში სებ-მა რეკორდული მოცულობის ინტერვენციები განახორციელა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების დეტალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით BM.GE წერს. 

სტატისტიკის თანახმად ოქტომბერში სავალუტო აუქციონის გზით გაყიდული იყო 213.4 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით ინტერვენციების მოცულობა 377.7 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად, ჯამური გაყიდვები გასულ თვეში 591 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთლიანობაში 2024 წლის 10 თვის განმავლობაში კი ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 917 და იყიდა 329 მილიონი დოლარი, ანუ წმინდა გაყიდვებმა 588 მილიონი დოლარი შეადგინა.

ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში რეკორდული ინტერვენციები განახორციელა, მიმდინარე თვის 8 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც სებ-მა გამოაქვეყნა სავალუტო რეზერვების ანგარიში, რომელიც ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა უცნობი იყო ამ კლებაში რა წილი მოდიოდა წმინდა ინტერვენციებზე, რაც როგორც სავალუტო აუქციონებს ასევე Bmatch პლატფორმით გაყიდულ სახსრებს მოიცავდა.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. ნოემბერში კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა