თეგებით ძიება

„ეტყობა, მე ვარ ყველაზე გაყიდული ჟურნალისტი, ყველამ ერთად მიყიდა: ბიძინამაც, კეზერამაც და ხაზარაძემაც“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„მართლა რა საცოდაობაა იყო ნაძირლების გაერთიანება. 

რატომ ხელი არ მომტყდა ამათ საერთოდ რომ ვიწვებდი ეთერში.  

წინა დღეს მაბრალებდნენ, ბიძინამ გიყიდა და მაგიტომ შეგვიმცირე საეთერო, დროო, ახლა აღმოჩნდა, რომ ოპოზციისკენ ვყოფოლვარ და მაგიტომ შემიმცირებია საეთერო დრო. 

ეტყობა, მე ვარ ყველაზე გაყიდული ჟურნალისტი, რადგან სხვებისგან განსხვავებით ყველამ ერთად მიყიდა: ბიძინამაც, კეზერამაც და ხაზარაძემაც.

ტიპებს არაფრით უნდათ დაიჯერონ, რომ მხოლოდ იმიტომ შევამცირე მათი მოწვევის სიხშირიე, რომ აპრილის აქციების დროს საბოლოოდ დავრმწუნდი, იდიოტი მავნებლები არიან. 

ტიპები ისეთი იდიოტები არიან, იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ აპრილის აქციების დროს ორგანიზატორი სწორედაც რომ არ იყო ოპოზიცია (და შეიძლება ამიტომაც იყო უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე ახლა) და მაშინ აქციების გინება ოპიზიციის გინება კი არ იყო, არამედ საპროტესტოდ გამოსული გულწრფელი მოქალქეების და სამოქალაქო სექტორის. 

სინამდვილეში ამბავი საერთოდ პირიქითაა: მანამდე ასე ხშირად სწორედ იმიტომ მომყავდა ეგენი ეთერში, რომ ერთადერთი პარტია იყო, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკას არ ერიდებოდა, რაღაც განსხვავებულს ამბობდნენ, სხვა პარტიებთან ერთად ერთ ხმაში არ ლაპარაკობდნენ და მეგონა, რომ ეს მათი გულწრფელი პოზიცია იყო. არასდროს ავყოლილვარ იმ ხმებს, რომ ამას იმიტომ აკეთებენ, ქოცების ნაყიდები არიანო და ა.შ. ყოველთვის მირჩევნია, ადამიანებზე კარგი  დავიჯერო, ვიდრე ცუდი, სანამ ამის შანსია. 

ამათ კიდევ, პირველივე ჯერზე, როგორც კი მათი არმოსაწონი გადაწყვეტილება მივიღე, ეგრევე ჯერ ბიძინას ნაყიდად გამომაცხადეს და ახლა მგონი ყველასი ერთად.“

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა