არჩევნების დაცვის გარანტად დამოუკიდებლები გვჭირდებოდა და არა ოჯახებში და მეგობრებში „კაი ბიჭები“ - ნათია მეზვრიშვილი
“გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ვისაც 2023 წლის 07 მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას. დიახ, 07 მარტიდანვე ცხადი იყო „ოცნების“ მიერ მისი არჩევის, მისი თითოეული მოქმედების და მეტწილად უმოქმედობის მიზანი - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.
არც „რას ერჩი, კარგი ბიჭია“ კალანდარიშვილი მყავდა „ამოჩემებული“.
უბრალოდ ცოტა მეტი დაკვირვება, სტრიქონებს შორის კითხვა და პოლიტიკის ანალიზი იყო საჭირო. სხვა დროს რომ უნდა გავითვალისწინოთ, იმ გაკვეთილებიდანაა.
არჩევნების დაცვის გარანტად დამოუკიდებლები გვჭირდებოდა და არა ოჯახებში და მეგობრებში „კაი ბიჭები“ - წერს ნათია მეზვრიშვილი.