უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ჩვენი არჩევანი არ არის - რუსეთის საგარეო უწყება
კიევის გადაწყვეტილება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მისი რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია, - ასე გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის გადაწყვეტილებას.
„უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ჩვენი არჩევანი არ არის“, - განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.