თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს.
მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ანკარაში მყოფი უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან გადასცა თურქეთის ოფიციალურ პირებს უკრაინის თხოვნა რუსეთისთვის სრუტეების დაკეტვასთან დაკავშირებით.