თეგებით ძიება

თავის დასაბანი სავარძელი სილამაზის სალონში შეიძლება ინსულტის მიზეზი გახდეს - "პირველად ასეთ შემთხვევას ორი შვილის დედა ემსხვერპლა"

სალონში თმის დაბანა ადამიანების უმეტესობისთვის ჩვეულებრივი მომენტია. მაგრამ ექიმის გაფრთხილებით, ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო პროცედურამ, შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს: არუნ ნაიკი, ნეიროქირურგის კონსულტანტი, აცხადებს, რომ ამის მიზეზი კისრის ზედმეტი მოხრილობა შეიძლება გახდეს. ვინაიდან შეღებვისას, მელირებისას თმის რამდენჯერმე დაბანა ხდება საჭირო.

უხერხულ პოზიციას შეუძლია შეკუმშოს ან დააზიანოს კისერზე არტერიები, რამაც შეიძლება შეზღუდოს ტვინში სისხლის მიწოდება.

ნაკლებად მძიმე შემთხვევებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ბუნდოვანი მხედველობა, დაბუჟება, მეტყველების პრობლემა. მაგრამ თუ არტერიები დიდი ხნის განმავლობაში დაიჭყლიტება, ამან შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო ინსულტი. მისი პირველი შემთხვევა 1993 წელს, აშშ-ში დაფიქსირდა, როცა 2 შვილის დედამ სალონში ინსულტი მიიღო.

წყარო: მშობლები.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა