"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" - ქალთა მარში ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდა
ქალთა მარში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდა, სადაც მათ სამართალმდაცველები დახვდნენ. მარშის მონაწილეებს თან აქვთ ჩემოდნები და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს ქართული პოლიტიკიდან, ამავდროულად, საუბრობენ ემიგრაციის პრობლემაზე.
მარშში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების ქალი ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა და ხმაურია.
"წადი!" სკანდირებენ ადგილზე მისული პროტესტის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ ქალთა მარში თავისუფლების მოედნიდან დაიწყო. ივანიშვილის სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს ადგილზე საპოლიციო ძალები დახვდათ მობილიზებული.