თეგებით ძიება
25. 02. 2022 COVID - 19

7 482 ახალი შემთხვევა, 32 გარდაცვალება - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 603 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 591 936 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 462 572 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 054 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 21,03%, ბოლო 14 დღის - 28,49%, ბოლო 7 დღის - 25,38%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა