თეგებით ძიება
26. 02. 2022 COVID - 19

2 619 თბილისი, 1 019 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 926 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 598 172.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.93%..

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 477 481-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 097 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 2 619

⭕ აჭარა - 371

⭕ იმერეთი - 1 019

⭕ ქვემო ქართლი -309

⭕ შიდა ქართლი - 427

⭕ გურია - 293

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 468

⭕ კახეთი - 402

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 137

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 124

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 67

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 104 568.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა