თეგებით ძიება
28. 02. 2022 COVID - 19

10 დღეში უნდა იყოს მინიშნება რომ მეექვსე ტალღა დასრულდა - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის დაფიქსირების დადებითობის მაჩვენებელი შემცირებულია.

"მკვეთრად შემცირებულია აქტიური შემთხვევების რაოდენობა. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში, თებერვლის ბოლო - მარტის პირველი კვირა, უნდა იყოს მკაფიო მინიშნება იმისა, რომ საქართველოში პანდემიის მე-6 ტალღა დასრულდა და მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სტაბილური მდგომარეობა იქნება. ამ თვალსაზრისით, თუ ინფიცირება განაპირობა ომიკრონმა და ომიკრონის სხვა ვარიანტებმა, მაშინ უფრო მეტად შეიძლება ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება“, - განაცხადა ჩხაიძე "ქრონიკასთან".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა