თეგებით ძიება

ახლა მაგის დრო არ არის - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქალაქო სასამართლოში, სადაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მსჯელობას იწყება, მიხეილ სააკაშვილის დედა მივიდა. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"შიმშილობა აქვს გამოცხადებული და ჩემი რჩევაა, რომ დაანებოს, ახლა მაგის დრო არ არის და სჭირდება ენერგია. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვერ გეტყვით, ვერ ვნახულობ," - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე თანხის გაფლანგვას ედავება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა