თეგებით ძიება

"პუტინის გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ მედია Info France 2-თან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღით მანიპულირებს.

"ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ შეიარაღებაში, ვიდრე კლასიკური ომის წარმართვაში.

მან არასწორი გათვლები გააკეთა. ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა. გათვლები უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი იყო. არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზეც. და ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვული საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა უკრაინა ასევე მცდარი აღმოჩნდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა