თეგებით ძიება

პარლამენტში დონაცია დაიგეგმა – უკრაინელებს ქართველების მდუღარე სისხლს გავუგზავნით - დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, გაუკეთოს ორგანიზება ქვეყნის მასშტაბით, სისხლის ჩაბარების პუნქტებს.

"დღეს უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება. გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბურად დავგეგმოთ სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკრაინელთა დასახმარებლად. აქცია უკვე დაორგანიზებულია და ვიწყებთ დღეს, პარლამენტში B კორპუსი, 017-018-019 ოთახები. აქვე განვმარტავ, რომ პარლამენტში აქცია განხორციელდება დეპუტატებისთვის და პარლამენტის თანამშრომლებისთვის.

გარეთ ახალგაზრდებს სისხლი უდუღთ. ჩვენ შევაგროვებთ და სწორედ ამ მდუღარე სისხლს გავუგზავნით ჩვენს მეგობარ უკრაინელებს. შესაძლოა უკრაინელებს სისხლის დეფიციტს უვსებენ პოლონელები, მოლდოველები და სხვები, მაგრამ მათ ქართველებმაც უნდა გაუგზავნონ საკუთარი სისხლი მხარდაჭერის ნიშნად", - ამბობს ხუნდაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა