თეგებით ძიება

რა თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა

ევროპარლამენტის წევრთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ბედი სასწორზეა, მაგრამ ასევე ევროკავშირის ბედიც.

▪️ ევროკავშირი ვერასდროს მიიღებს რუსეთის თეზისს, რომ უკრაინას არ აქვს არსებობის უფლება.

▪️ლტოლვილებზე: ამოქმედდება ლტოლვილთა დაცვის მექანიზმი, დაიშვება წვდომა ევროპულ სკოლებთან, საავადმყოფოებთან და მიწოდების სისტემასთან;

▪️სანქციებზე: ჩამოთვალა რაც უკვე მიღებულია და დასძინა: "არ მოდუნდეთ: გავყინავთ მათ იახტებსაც და მანქანებსაც“.

▪️საინფორმაციო მხარდაჭერა: ასევე შეაჩერეს კრემლის პროპაგანდისტული მანქანის - Russia Today და Sputnik არხების და მათი შვილობილი კომპანიების ლიცენზიები;

▪️რუსული ენერგორესურსებზე უარის თქმა: - "ჩვენ ვერ ვენდობით მიმწოდებელს, რომელიც გვემუქრება“. ეს დააჩქარებს გადასვლას „მწვანე“ ენერგიაზე, თქვა მან.

▪️დახმარება: უკრაინამ უკვე მიიღო 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება, ახლა ევროკავშირი კიდევ 500 მილიონს გამოყოფს ლტოლვილების დასახმარებლად;

▪️ უკრაინის ევროპული ინტეგრაცია: „დღეს ევროკავშირი და უკრაინა უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე. ჯერ კიდევ დიდი დროა გასავლელი, ომის დასრულებამდე და შემდეგ მომავალ ნაბიჯებზე საუბარი. მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ხალხი, ვინც ასე მამაცურად დადგა თავისი ქვეყნის დასაცავად, ვერ დარჩება ევროპული ოჯახის მიღმა“.

▪️ მიმართვა ევროპელებს: ჩვენც ვიგრძნობთ სანქციების ეფექტს, ყველას გვსურს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ევროპელებს ესმით, რომ გადაიხადოს თავისუფლების დასაცავად ჩვენ მოგვიწევს ფასის გადახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა