თეგებით ძიება
03. 03. 2022 მსოფლიო

"თებერვლის მიწა სისხლს შეერევა და გაშავდება... მეზობელი მეზობელს დაუპირისპირდება" - ვანგამ რუსეთ-უკრაინის ომი 1993 წელს იწინასწარმეტყველა

ბულგარელმა წინასწარმეტყველმა, ვანგამ 1993წელს მასთან შეხვედრაზე მისულ უკრაინელებს უწინასწარმეტყველა:

"იქ, საიდანაც თქვენ ხართ, თებერვლის მიწა სისხლს შეერევა და გაშავდება... მეზობელი მეზობელს დაუპირისპირდება. ამ ყველაფერს კი, სასტიკი მმართველი განაგებდ. შემდეგ მოვა ადამიანი და ერს თავის მფარველობაში აიყვანს“, - ამბობდა ვანგა.

არსებობს ვანგას სხვა წინასწარმეტყველაც უკრაინის შესახებ

"მოვა მეფე, რომელიც ცეცხლით და დენთით იქნება მონიშნული. ის მსოფლიოს დასცინის... და არავინ აღიქვამს მას სერიოზულად. ასე, რომ შეტაკება იქნება. აღიგვება ყველაფერი და შედეგი საშინელი იქნება, რადგან ბევრი რამ მსხვერპლად შეეწირება“.

ვანგას წინასწარმეტყველებაში დაფიქსირებულია ომის დაწყების თარიღიც – ეს არის „სარკისებური ორიანების დღე, რომელიც მსოფლიოს შეცვლის“, ანუ 22.02.2022. რეალურად ომი 24 თებერვალს დაიწყო, „5 ორიანის დღეს“ – 24.02.2022.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა