თეგებით ძიება

სახალხო არტისტი მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა.

მანუჩარ შერვაშიძე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც სასცენო ხელოვნების უნიკალური შედევრები შექმნა, რომელთა შორის განსაკუთრებულია: ხარიტონი (კოლმეურნის ქორწინება), ნუგზარი (ზღვა და სიყვარული), ჩინჩახელი (ეზოში ავი ძაღლია), ყვარყვარე (ყვარყვარე თუთაბერი), პოლონიუსი (ჰამლეტი), ილარიონი (მე, ბებია, ილიკო და ილარიონი) ჯანიკო (როცა ქალაქს ძინავს), ცამცუმი (აიეტი) და მრავალი სხვა. მდიდარია ბატონი მანუჩარის მიერ შესრულებული ეკრანული სახეების პალიტრა, მას ორმოცდაათზე მეტ ფილმშია აქვს გადაღებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა