თეგებით ძიება

"აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხით და მათი სტუმართმოყვარეობით" - საქართველოში დარჩენილი უკრაინელი წყვილი

უკრაინელი ტურისტები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ომის გამო ვერ ბრუნდებიან საქართველოს მოსახლეობას სტუმართმოყვარების გამო დიდ მადლობას უხდიან.

"უკრაინაში, ქალაქ სლავუტაში ვცხოვრობთ, როგორც კი ჩამოვფრინდით საქართველოში ბავშვებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ომი დაიწყო. ჩვენი ოჯახის წევრებისგან ვიცით, რომ ქალაქში ხშირი საჰაერო განგაშია და სარდაფებში იმალებიან. ჩვენს ქალაქთან ახლოს ატომური ელექტროსადგურია და ამის გამო ვღელავთ. აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხით და მათი სტუმართმოყვარეობით, სასტუმროში ძალიან დაგვეხმარნენ, მიმღებმა დაგვაკავშირა მარინასთან და წამოვედით აქეთ“, -ამბობს ვლადიმირ ერემეევი.

საქართველოს მასშტაბით, სასტუმროებში იმყოფებიან უკრაინელი ტურისტები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რადგან არ აქვთ თანხა და თავად ვერ უზრუნველყოფენ ნომრისა და კვების ფულს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა