თეგებით ძიება
04. 03. 2022 მსოფლიო

"დღეს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პუტინის ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად დასრულდეს" - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ერები უკრაინის გვერდით დგანან და ყველაფერს აკეთებენ პუტინის შესაჩერებლად.

„ოთხი წლის წინ ჩვენი ქვეყანა შეძრწუნდა, როდესაც რუსეთის სამხედრო დაზვერვამ სოლსბერის ქუჩებში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ჩემი ფიქრები რჩება ყველა დაზარალებულთან და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანის დაუღალავ ძალისხმევას, ვინც მონაწილეობდა ამ საზიზღარ თავდასხმაზე რეაგირებაში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერები, უკრაინის ჩათვლით, ჩვენთან ერთად იდგნენ მაშინ. დღეს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პუტინის ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად დასრულდეს“, - წერს ბორის ჯონსონი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა