თეგებით ძიება

„ქურდს ქუდი ეწვისო“ - ნინო წილოსანი აშშ-ის საელჩოს პოსტზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი თვლის, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუიზის“ საქმეზე გამოქვეყნებული Facebook-პოსტი, დიპლომატიური უწყების მხრიდან შეცდომით გადადგმული ნაბიჯია.

საქმე ის არის, რომ დღეს აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც აღნიშნულია სინგაპური და ბერმუდის კუნძულები და წერია: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუიზთან" დაკავშირებით ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“

ამ საკითხთან დაკავშირებით X მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ „ქურდს ქუდი ეწვის“.

„არ მახსენდება სადმე კონკრეტულად ყოფილიყო ამ თანხების გაყინვასთან დაკავშირებით, აშშ-ის ოფიციალური მხარე ნახსენები. ჩემთვის გარკვეულ გაკვირვებას იწვევს, თავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რატომ დააიდენტიფიცირა თავი მხარედ და რატომ გადაწყვიტა, რომ მას მიემართებოდა ამ თანხების გაყინვა. ერთადერთი ქართული ანდაზა მახსენდება „ქურდს ქუდი ეწვისო“ - საოცრად მიკვირს საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული ეს განცხადება და იმედი მაქვს, რომ რაღაც გაურკვევლობას აქვს ადგილი მათი მხრიდან და გარკვეულ შეცდომით გადადგმულ ნაბიჯს აქვს ადგილი“, - აცხადებს წილოსანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა