თეგებით ძიება
08. 03. 2022 მსოფლიო

ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს, რომლებიც ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს

მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა შეტევა დაიწყო ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით, რუსი მონსტრების ასეთი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი ხალხის გენოციდი. ოკუპანტების დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება!", - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო წერს, რომ რუსმა სამხედროებმა შეუიარაღებელ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

„რუსები ჰუმანიტარულ დერეფანს დაგვპირდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მაგრამ მათ დაიწყეს სროლა კოლონებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით. მატყუარა მზაკვრული რუსული არმია, რომელიც იმალება უიარაღო ხალხის უკან", - განაცხადა ცაპლიენკომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა