„დაიბრუნე ხმა“ - თბილისში სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით - "დაიბრუნე ხმა" მართავენ. ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
სტუდენტები საკუთარი უნივერსიტეტებიდან მარშით დაიძრნენ.
დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ უკვე დაიძრნენ თსუ-ს სტუდენტებიც. წუთი წუთზე მსვლელობას დაიწყებს "ძლიერი საქართველოც", რომელიც ამ დროისათის მხარდამჭერებს მარჯანიშვილის მოედანზე ელოდება.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი ამ წუთებში ვაკის პარკთან იკრიბებიან, რომლებიც პარლამენტთან დაანონსებულ აქციას ასევე მსვლელობით შეუერთდებიან.
ყველა თანხმდება, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები წაართვა და ამასთან შეგუებას არ აპირებენ.