თეგებით ძიება

"პარტიის მთელი დელეგაცია უახლოეს პერიოდში რუსეთში მივდივართ" - კონსტანტინე მორგოშია

ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ კონსერვატიული პარტია, უახლოეს პერიოდში რუსეთში გაემგზავრება.

"ზურა მახარაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა. რუსეთში არ მიდის, რუსეთში მივდივართ ჩვენ, პარტიული მთელი დელეგაციით უახლოეს პერიოდში. [შეხვედრები] ვისთან უნდა გავმართოთ და რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება", - ამობს მორგოშია.


"იმედი არ ვიცი, ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია დაალაგოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ბევრად უფრო სტაბილურად ვუდგებით ფინანსურადაც და ყველანაირადაც, იმიტომ რომ გამოჩნდა ხალხის ის ძალიან დიდი მასა, რომელიც ჩვენ გვიდგას მხარში. ყველა მხრიდან, მათ შორის ევროპიდანაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი, საქმოსანი, რავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან", - დასძინა მორგოშიამ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა