თეგებით ძიება

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი მიმდინარეობს

კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მოლაპარაკების თემა ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიებია.

"მოლაპარაკებები. მეოთხე რაუნდი მშვიდობაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე ჯარების გაყვანასა და უსაფრთხოების გარანტიებზე. რთული საუბარი იქნება. რუსეთის ფედერაციამ კი იცის თავისი აგრესიული ქმედებების აბსურდულობა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ილუზიაში, რომ 19-დღიანი ძალადობა მშვიდობიან ქალაქებზე - სტრატეგიის სწორი არჩევანია. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენი სამხედროები თავს სწირავენ და იბრძვიან სამშობლოსთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა