თეგებით ძიება

ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის წერილი გადასცა - რა წერია წერილში?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი გადასცა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა გადმოგცეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ვინაიდან, დღეს რასაც ეს ადამიანი აკეთებს ეს არის უკრაინის ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა. ამიტომ გთხოვთ, ეს შუამდგომლობა გაითვალისწინოთ და დააკმაყოფილოთ“, - მიმართა ბეჟაშვილმა სალომე ზურაბიშვილს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა