თეგებით ძიება

ნანუკა ჟორჟოლიანი "ვრემიას“ რედაქტორს თავშესაფარს სთავაზობს

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ვრემიას“ რედაქტორს თავშესაფარს სთავაზობს.

"ვრემიას რედაქტორი ერთადერთი რუსი იქნება, რომელსაც პირადად შევიფარებ, რუსეთიდან თუ გამოადეპორტებენ. სამსახურსაც შევთავაზებ. Marina Ovsyannikova -Waiting for you in Georgia“, – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რუსეთში ტელეარხ "პერვი კანალზე“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის „ვრემიას“ დროს, შეჭრილ ახალგაზრდა რედაქტორს ადვოკატები ამ დრომდე ვერ პოულობენ. მარინა ოვსიანიკოვა გუშინვე დააკავეს.

ეთერში გასვლამდე მან ჩაწერა ვიდეო, რომელშიც უკრაინის ომს გმობს და აცხადებს, რომ რცხვენია თავისი პროპაგანდისტული საქმიანობის. ის ამბობს, რომ მამა უკრაინელი ჰყავს, ხოლო დედა – რუსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა