თეგებით ძიება

"სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"ძალიან სამწუხაროა ის, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ამდენი პრობლემა აქვთ. ამ ვითარებაში გვიწევს საუბარი ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი ამ გაურკვევლობაში აღმოჩნდა და ასევე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი გაირკვევა და კითხვებიც მოიხსნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ მას პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე უარი ეთქვა, თუმცა პირადი კონტაქტების გამოყენებით შეძლო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა