თეგებით ძიება

უკრაინის ელჩს საქართველოს ტერიტორია არც ერთი წუთით არ დაუტოვებია - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველოს ტერიტორია საერთოდ არ დაუტოვებია.

"მე ვაზღვევ ყველა სიტყვას და ისე ვამბობ, როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ელჩს საქართველოს ტერიტორია არც ერთი წუთით არ დაუტოვებია. თუმცა ეს გადასამოწმებელი ინფორმაციაა. ძალიან უცნაურია ეს, დანარჩენ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებთ, რადგან ამაზეც იტყვიან რა დროს ამაზე კრიტიკის დროაო,"- აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის ელჩი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნიდან გაიწვია, რასაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თხოვნა მოყვა მისი დაბრუნების შესახებ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა